ალტერნატიული სასჯელი ნარკოტიკების მომხმარებელთათვის ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში

ავსტრია - პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან შეაჩერონ სისხლის სამართლებრივი დევნა გამოსაცდელი ორი წლის ვადით ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარებისათვის უმნიშვნელო მოცულობით შეძენისა და გამოყენების შემთხვევებში. თუ სამართალდამრღვევი საჭიროებს მკურნალობას, სისხლის სამართლებრივი დევნის დროებითი შეჩერება დამოკიდებულია მის სურვილზე გაიაროს მკურნალობის კურსი. ყველა სხვა სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკებთან, პროკურორს ან სასამართლოს შეუძლიათ შეაჩერონ საქმის განხილვა.
სასამართლოს შეუძლია ორ წლამდე ვადით გადადოს განაჩენის აღსრულება, თუ მისი საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება ორ წელიწადს და ბრალდებული ნებაყოფლობით ეთანხმება გაიაროს მკურნალობა. თუ განაჩენის ვადა არ აღემატება სამ წელიწადს, სასამართლოს შეუძლია მოიქცეს ასეთივე წესით.

 

ბელგია - პროკურორს აქვს საკმაოდ ფართო უფლებამოსილება იმისათვის, რომ გადაწყვიტოს ღირს თუ არა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების წარმოყენება. პროკურორს აქვს ასეთივე უფლებამოსილება შესთავაზოს სამართალდამრღვევ პირს, სურვილის შემთხვევაში, გაიაროს მკურნალობა. ასეთ შემთხვევაში საქმის წარმოება შეწყვეტილი იქნება, ხოლო თვით საქმე დაიხურება.
სასამართლოს შეუძლია დანიშნოს გამოსაცდელი ვადა, გადადოს ან დროებით შეაჩეროს განაჩენის აღსრულება. გამოსაცდელი ვადის დანიშვნისათვის ჩვეულებრივი პირობა არის განსასჯელის თანხმობა გაიაროს მკურნალობა.
იძულებითი მკურნალობა შესაძლებელია 1990 წლის 26 ივნისის "გონებაშეშლილობის" კანონის შესაბამისად.

დიდი ბრიტანეთი  - სასამართლოების განკარგულებაში არის "კომუნალური დონის" სასჯელთა ფართო არჩევანი, იმ პირთათვის რომელთა ქმედებები საკმარისია იმისათვის, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნას მსგავსი ხასიათის ზომები, მაგრამ ამასთან ერთად ისინი იმდენად სერიოზული არ არის, რომ გამართლებული იყოს ამ პირთა პატიმრობაში ყოფნა. "კომუნალური სასჯელების" ძირითადი სახეები, რომლებიც გამოიყენება 16 წელს ზევით პირების მიმართ არის:
1. გამოსაცდელი ვადა, რომელიც შეიცავს გასამართლებულზე ზედამხედველობას 6 თვიდან 3 წლამდე და მის მონაწილეობას პროგრამაში, რომელიც განკუთვნილია აგრესიულ ქმედებებთან და სხვა პრობლემებთან გამკლავებისათვის.
2. საზოგადოებრივი სამუშაოები, ანუ 40 დან 240 საათამდე უფასო შრომა ადგილობრივი საზოგადოებისათვის 
3. სასჯელის შეთავსება, რომელიც შეიცავს როგორც ზედამხედველობას ასევე უფასო შრომას, ერთი განზოგადოებული განაჩენის ფარგლებში. ახალი "ინსტრუქცია ნარკოტიკების მომხმარებელთა შემოწმებასა და მკურნალობის" თაობაზე მიღებული იქნა 1998 წელს როგორც ნაწილი დანაშაულებების და უწესრიგობის თაობაზე კანონებისა, იმისათვის, რომ დარღვეული იყო კავშირი ნარკოტიკების მიღებასა და სამართალდარღვევებს შორის. ეს ინსტრუქცია ანიჭებს სასამართლოებს უფლებამოსილებას გამოიყენონ სამართალდამრღვევის მიმართ სამედიცინო ხასიათის ღონისძიებები, მისი თანხმობით, ნაწილობრივ განსაზღვრონ ამ მკურნალობის პირობები-თუმცა არა მისი კონკრეტული შემადგენლობა- და თვალყური ადევნონ მისჯილის წარმატებებს. ასეთი სახის მკურნალობის განუყოფელი ნაწილია ნარკოტიკების გამოყენების თაობაზე პერიოდული ტესტები, რომლებიც ტარდება წინასწარი შეტყობინების გარეშე. აღნიშნული ტესტების განმეორებით, რეგულარულად წარუმატებელი ცდები ან მკურნალობის პროცესის ჩაშლა დააბრუნებს სამართალდამრღვევს განსასჯელის სკამზე, და სავსებით შესაძლებელია ბოლოს დამთავრდეს პატიმრობით.
(1991წ) სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას გამოსაცდელი ვადის თაობაზე დებულებაში შეიტანოს სამართალდამრღვევის მიმართ მოთხოვნა გაიაროს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მკურნალობა, იმ პირობით, რომ მკურნალობის სახე განსაზღვრული იქნება გამოსაცდელი ვადის დანიშვნის შემთხვევაში. თუ სასამართლო საჭიროდ არ ჩათვლის განაჩენში მიუთითოს მკურნალობის პირობები, მაშინ თანამდებობის პირს, რომელიც ახორციელებს მისჯილის ზედამხედველობას შეუძლია უზრუნველყოს და ორგანიზება გაუწიოს მისჯილის მიერ ნებაყოფლობის საწყისებზე მკურნალობის პროგრამის გავლას.

 

გერმანია - გერმანული კანონმდებლობა გარკვეული ვითარების არსებობისას იძლევა საშუალებას დროებით შეწყვიტოს სასამართლო დევნა. ორ წელზე ვადით ქვევით პარიმრობის განაჩენთათვის, განაჩენის აღსრულება შეიძლება შეჩერებულ იქნას თუ პიროვნება აპირებს ან გადის მკურნალობას.
სამართალდამრღვევის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას სანქციები, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით, მაგრამ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ხდება ძალიან იშვიათად.

 

ჰოლანდია - პროკურორს შეუძლია გადადოს სასამართლო განხილვა, იმ პირების მიმართ რომლებიც ნებაყოფლობით თანახმა არიან გაიარონ მკურნალობა. სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს შუალედური განაჩენი, რომელიც ეხება განსასჯელის სარეაბილიტაციო ცენტრში წარგზავნას. სასამართლოს ასევე შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება იძულებითი მკურნალობის თაობაზე.
შედგენილია კანონპროექტი, რომლის შესაბამისადაც სასამართლოებს ეძლევათ შესაძლებლობა წარგზავნონ ნარკოტიკებზე დამოკიდებული სამართალდამრღვევები სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში, დახურულ ან შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის , არაუმეტეს ორ წლამდე ვადით. მოცემულ დოკუმენტს ეწოდება "ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა მიმართ მოქცევის წესები სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჩარჩოებში"(strafrechtelijke opvang voor varslaafden).

 

საბერძნეთი - ნარკოტიკებზე დამოკიდებულნი შეიძლება ცნობილნი იქნან შეურაცხადად, და შესაბამისად უუნაროდ აიღონ თავიავთ თავზე მორალური პასუხისმგებლობა  ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის.
ნარკოტიკებზე დამოკიდებულებს შეიძლება განესაზღვროთ იძულებითი სავალდებულო მკურნალობა. შეიძლება თან სდევდეს გამოსაცდელი ვადის დანიშვნა.

ფინეთი - პროკურორს და სასამართლოს შეუძლიათ მოხსნან ბრალდება ანდა მოხსნან სასჯელი იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული ნებაყოფლობით გადის მკურნალობას.

 

საფრანგეთი - პროკურორს, მომრიგებელ მოსამართლეს და სასამართლოს შეუძლიათ აიძულონ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირს გაიაროს მკურნალობა.
ფრანგული კანონმდებლობა ითვალისწინებს აუცილებელ მკურნალობას გასამართლებასთან ერთად ან მის მაგივრად. მოცემული ღონისძიება ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც იხილება სამართალდამრღვევი-ნარკოტიკებზე დამოკიდებულის საქმე.

 

შვეცია -  სასამართლოს შეუძლია გამოსაცდელი ვადის მიცემისას დაავალდებულოს განსასჯელი გაიაროს მკურნალობა. თუ სამართალდარღვევა ატარებს უფრო სერიოზულ ხასიათს, სასამართლოს შეუძლია პატიმრობის ალტერნატივად, მიიღოს გადაწყვეტილება გამოსაცდელი ვადის დანიშვნის თაობაზე, სადაც არის განსაზღვრული მკურნალობის პირობები. (ეგრედწოდებული კონკრეტული მკურნალობა). აქ აუცილებელი პირობა გახლავთ ის, რომ კონკრეტული მკურნალობა ემსახურება ფუძემდებლურ წინაპირობად გამოსაცდელი ვადის დანიშვნის გადაწყვეტილების მისაღებად და ის, რომ განსასჯელი მზადაა გაიაროს მსგავსი კურსი.
ადმინისტრაციულ სასამართლოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება მკურნალობის კურსის გავლის თაობაზე იმ შემთხვევაში თუ საუბარი მიდის სპირტიანი სასმელების, ნარკოტიკული სასუალებების ან გამხსნელების ინტენსიურ ბოროტადმოხმარებაზე, როდესაც პირის აუცილებელი მოვლა არ შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას სოციალური უზრუნველყოფის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში (ფარგლებში)

Meta